მობილიზაციის ოფიცერი
15-10-2025 - 15-11-2025
სამუშაო განაკვეთი: სრული

Tesen Group-ი ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს.

კომპანიას ინფრასტრუქტურის სფეროში, საქართველოს მასშტაბით, 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული.

 

ამ ეტაპზე Tesen Group-ი ოთხ შვილობილ კომპანიას მოიცავს:

Tesen Construction - თანამედროვე პრაქტიკებზე დაფუძნებული მშენებლობა და პროექტების მართვა ინფრასტრუქტურის სფეროში;

Tesen Production - ასფალტისა და ბიტუმის ემულსიის წარმოება;

Tesen Rental - სპეციალიზებული სამშენებლო ტექნიკით მომსახურება და გაქირავება;

Tesen Trade - სამშენებლო სექტორის უზრუნველყოფა საერთაშორისო ბაზარზე აპრობირებული, ინოვაციური პროდუქტებით;

 

თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფის" სავიზიტო ბარათია.

იხილეთ მეტი: https://tesengroup.com/ge/

TESEN RENTAL აცხადებს ვაკანსიას მობილიზაციის ოფიცრის პოზიციაზე.

 

სამუშაო პირობები:

სახელფასო რეინჯი 1800 - 2000 ლარი

სამუშაო საათები- 10:00-19:00 სთ

ადგილმდებარეობა - თბილისი / აბასთუმანი

 

ძირითადი მოვალეობები:

• კომპანიის კუთვნილი მანქანა-დანადგარების, საჭირო რაოდენობის საწვავით დროული მოთხოვნა არსებული წესის მიხედვით;

• ობიექტის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის/სპეცტექნიკის განაწილების ფაილის შედგენა და დაინტერესებული პირებისთვის მიწოდება;

• ობიექტის უზრუნველყოფა შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის, ტექნიკურად გამართული, საავტომობილო და სხვა სახის სპეცტექნიკით;

• ობიექტზე, ტექნიკის სწორი ექსპლოატაციის კონტროლი;

• ტაბელების არსებული წესით შევსების უზრუნველყოფა და RS-თან დადარება;

• ობიექტზე წამოჭრილი ლოგისტიკური პრობლემების, დროული და ეფექტური გადაწყვეტის უზრუნველყოფა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

• მართვის მოწმობა B კატეგორია.

• სავალდებულოა, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

• სპეც ტექნიკების ტიპების და მათი დანიშნულების ცოდნა.

• სასურველია, საგზაო-სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

• Microsoft პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

• ბონუს

• საცხოვრებლით უზრუნველყოფას

• კვებას

• საწვავს (საჭიროების შემთხვევაში)

• ჯანმრთელობის დაზღვევას

• ულიმიტო სასაუბრო დროს და ინტერნეტს

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!