შპს „ტესენ რენთალი“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე
შპს „ტესენ რენთალი“ წარმოადგენს შპს „ტესენ ჯგუფის“ შემადგენელ კომპანიას, რომელიც საქმიანობს სამშენებლო ტექნიკის გაქირავებისა და ტექნიკური რესურსების მართვის მიმართულებით. კომპანია ემსახურება ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს და ეფუძნება ჯგუფის გამოცდილებას, რომელიც ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს.
პოზიციის აღწერა
საოპერაციო მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების ეფექტურ მართვასა და კოორდინაციაზე, ტექნიკისა და რესურსების ოპტიმალურ განაწილებაზე, ტექნიკის დატვირთულობისა და გამოყენების ეფექტიანობის კონტროლზე, ასევე პროექტების უწყვეტ საოპერაციო მხარდაჭერაზე.
პოზიცია მოიცავს ტექნიკის მობილიზაციისა და გადაადგილების პროცესების მართვას, საოპერაციო ანალიტიკის წარმოებას, რესურსების ოპტიმიზაციასა და სხვადასხვა შიდა და გარე მხარეებთან აქტიურ კოორდინაციას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• რენთალის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი;
• ობიექტების საჭირო ტექნიკითა და რესურსებით დროული უზრუნველყოფის პროცესის მართვა;
• ტექნიკის დატვირთულობის, ხელმისაწვდომობისა და გამოყენების მაჩვენებლების მონიტორინგი და ანალიზი;
• ტექნიკის გაქირავების პროცესის მართვა მოთხოვნიდან დაბრუნებამდე;
• ტექნიკისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების, მობილიზაციისა და დემობილიზაციის პროცესების კოორდინაცია;
• ტექნიკისა და საოპერაციო რესურსების ეფექტური გამოყენების კონტროლი და ოპტიმიზაცია;
• საწვავის, ტექნიკის მუშაობისა და სხვა საოპერაციო მაჩვენებლების კონტროლი და ანალიზი;
• მომწოდებლებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
• ტექნიკის მიღება-ჩაბარებისა და გადაადგილების დოკუმენტაციის კონტროლი;
• საოპერაციო ანგარიშგებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
• პროექტის, ტექნიკურ, ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ გუნდებთან კოორდინაცია;
• დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და კოორდინაცია;
• უსაფრთხოების წესებისა და შიდა პროცედურების დაცვის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
• საოპერაციო მართვის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• სასურველია სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ, ლოგისტიკის ან სამშენებლო ტექნიკის გაქირავების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• ტექნიკისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის პროცესების პრაქტიკული ცოდნა;
• საოპერაციო ანალიტიკის, KPI-ებისა და ანგარიშგების გამოცდილება;
• ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
• MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
• პროცესების დაგეგმვის, ოპტიმიზაციისა და კონტროლის გამოცდილება;
• ERP და Fleet Management / GPS სისტემების შერჩევა-დანერგვის ან/და მსგავს სისტემებში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
• სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული უნარები:
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
• ძლიერი ორგანიზაციული და საოპერაციო მართვის უნარები;
• ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
• პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
• ლიდერული უნარები და გუნდის მართვის გამოცდილება;
• მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• სტრესულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
• დროისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
• პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
• სამედიცინო დაზღვევას;
• ულიმიტო მობილურ პაკეტს;
• Fitpass-ის კორპორატიულ ფასდაკლების ბარათს;
სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
• სამუშაო ადგილი: თბილისი;
• ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისი.