შპს „ტესენ რენთალი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
21-05-2026 - 21-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

შპს „ტესენ რენთალი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ
შპს „ტესენ რენთალი“ წარმოადგენს შპს „ტესენ ჯგუფის“ შემადგენელ კომპანიას, რომელიც საქმიანობს სამშენებლო ტექნიკის გაქირავებისა და ტექნიკური რესურსების მართვის მიმართულებით. კომპანია ემსახურება ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს და ეფუძნება ჯგუფის გამოცდილებას, რომელიც ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს.

პოზიციის აღწერა

გაყიდვების მენეჯერის პოზიციის მიზანია კომპანიის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ახალი კორპორატიული კლიენტების მოზიდვა, არსებული პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და ტექნიკის გაქირავების სერვისების ეფექტური კომერციული მართვა.
პოზიცია მოიცავს კლიენტებთან აქტიურ კომუნიკაციას, კომერციული შეთავაზებების მომზადებას, გაყიდვების პროცესის კოორდინაციას და საოპერაციო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობას.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• ახალი კლიენტების მოძიება და ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
• არსებული კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და განვითარება;
• კომპანიის ტექნიკისა და სერვისების შეთავაზება კორპორატიული კლიენტებისთვის;
• გაყიდვების გეგმების შესრულება და შემოსავლების ზრდაზე მუშაობა;
• კლიენტებთან შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და კომერციული შეთავაზებების მომზადება;
• ტექნიკის გაქირავების პროცესის კოორდინაცია საოპერაციო გუნდთან ერთად;
- ხელშეკრულებებისა და კომერციული დოკუმენტაციის მომზადების/კონტროლის პროცესში ჩართულობა;
• დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და გადახდების კონტროლი;
 • გაყიდვების შედეგების, მომხმარებლების ქცევისა და ბაზრის შესაძლებლობების პერიოდული ანალიზი;•  შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური კოორდინაცია გაყიდვების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
• მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების, B2B გაყიდვების ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით;
• სასურველია სამშენებლო, ინფრასტრუქტურული ან სამშენებლო ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და კომერციული ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
• MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
• სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარები:
• ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები;
• შედეგზე და გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
• პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
• გუნდურ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
• პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
• სამედიცინო დაზღვევას;
• ულიმიტო მობილურ პაკეტს.
• Fitpass-ის კორპორატიულ ფასდაკლების ბარათს;
ბონუსურ სისტემას გაყიდვების შედეგების მიხედვით.

სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
• სამუშაო ადგილი: თბილისი;
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (NET)
ბონუსი: გეგმის შესრულების შემთხვევაში — 2000-3000 ლარი.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!